დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, უკრაინაში ომის გამო, მარცვლეულის მოსავლის 20 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში მოსავლის შემცირება საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.
უკრაინა მსოფლიოში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სიდიდით მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.
მანამდე, უკრაინაში მარცვლეულის მოსავლის მოსალოდნელი 20%-იანი კლების შესახებ საუბარი იყო გაერო-ს ანგარიშში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 25 April 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/GTz05lanun
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/cTCajm8Y7p
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) April 25, 2022