დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზაფხულში ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარების განკარგულება გასცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზაფხულში ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარების განკარგულება გასცა

ბრიტანეთის გრანპრი 2020 წლის სეზონში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ჩარევის წყალობით გაიმართება.

„სილვერსტოუნის“ ტრასაზე ორი რბოლის გამართვაა დაგეგმილი – 26 ივლისს და 2 აგვისტოს. არსებობდა ეჭვი, რომ გრანპრის არ გაიმართებოდა, რადგან ბრიტანეთის მთავრობა არ გეგმავს გამონაკლისის დაშვებას სპორტსმენებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში შესვლის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინი უნდა დაიცვან.

როგორც გაზეთი „თაიმსი“ ამტკიცებს, ჯონსონი პირდად ჩაერია სიტუაციაში, რათა ორივე რბოლის ჩატარების გარანტია ყოფილიყო. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია ძალისხმევა იმისთვის, რათა რბოლები 26 ივლისსა და 2 აგვისტოს ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდეს.

2020 წლის სეზონი ფორმულა 1-ში ჯერ არ დაწყებულა. პირველი ეტაპის ჩატარება ავსტრიაში 5 ივლისს იგეგმება.