დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის დებატები ტერეზა მეის მარცხით დაიწყო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის დებატები ტერეზა მეის მარცხით დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის დებატები ქვეყნის პრემიერის, ტერეზა მეის მარცხით დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის ბრექსიტის შესახებ არსებულ შეთანხმებაზე გენერალური პროკურორის დასკვნის დამალვა სცადა, რის შემდეგაც, თემთა პალატაში გამართულ პირველივე კენჭისყრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარცხი განიცადა. მინისტრთა კაბინეტის მხრიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობის საკითხის გამოძიებას 311-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
უპატივცემულობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ პარლამენტს ბრექსიტის შეთანხმების შესახებ დებატების დაწყებისთვის გენერალური პროკურორის დასკვნის სრული ტექსტი არ წარუდგინეს. თავად გენერალურმა პროკურორმა, უელს ჯეფრიმ განაცხადა, რომ დოკუმენტის სრული ტექსტი საზოგადოების ინტერესებს იზიარებს.

კენჭისყრის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში აღნიშნული დოკუმენტის სრული ვერსიის გასაჯაროება გადაწყდა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას 25 ნოემბერს ბრიუსელში გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს. 4 დეკემბერს კი გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 585-გვერდიანი დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით ხუთდღიანი დებატები დაიწყო. ბრექსიტის შესახებ კენჭისყრა თემთა პალატაში 11 დეკემბერს შედგება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.