დიდი ბრიტანეთის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - „რედ ბულის“ ზედიზედ მეათე გამარჯვება მიმდინარე სეზონში #1TVSPORT
დიდი ბრიტანეთის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - „რედ ბულის“ ზედიზედ მეათე გამარჯვება მიმდინარე სეზონში #1TVSPORT

ფორმულა 1-ში 2023 წლის სეზონის მეათე რბოლა კვლავ „რედ ბულის“ გამარჯვებით დასრულდა. დიდ ბრიტანეთში, სილვერსტოუნის ტრასაზე პირველობა ავსტრიული გუნდის ნიდერლანდელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა, თუმცა სტარტი ჩაუვარდა და მას „მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის გრანპრის წინ ბრიტანულმა გუნდმა საკუთარ ბოლიდზე განახლებები დააყენა, რამაც გაამართლა და „მაკლარენი“ ძალიან სწრაფი იყო. რბოლის სტარტზე მესამე პოზიციაზე ამ გუნდის კიდევ ერთი პილოტი, ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი იდგა.

მაქს ფერსტაპენმა ლიდერობა მეხუთე წრეზე დაიბრუნა და ამის შემდეგ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებია. 33-ე წრეზე „ჰაასის“ პილოტს, კევინ მაგნუსენს ძრავი დაეწვა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამით „მერსედესმა“ ისარგებლა და პოდიუმის პოზიციაზე ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ბრიტანეთის გრანპრიზე საუკეთესო სამეულში მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი („მაკლარენი“) და ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) შევიდნენ.

„რედ ბულისთვის“ ეს გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეათეა. გუნდმა 2023 წელს გამართული ყველა რბოლის მოგება შეძლო. რვაჯერ პირველ ადგილზე ფერსტაპენი გავიდა, ხოლო ორჯერ – სერხიო პერესი. უშუალოდ ნიდერლანდელისთვის კი ეს გამარჯვება კარიერაში 43-ე იყო.

დიდი ბრიტანეთის გრანპრი, ქულები:

1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 26 ქულა
2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა
3. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 15 ქულა
4. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 10 ქულა
6. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 9 ქულა
7. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 6 ქულა
8. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 4 ქულა
9. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 2 ქულა
10. კარლოს საინსი („ფერარი“) – 1 ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, პილოტები:

1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 255 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 156 ქულა
3. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 137 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 121 ქულა
5. კარსლოს საინსი („ფერარი“) – 83 ქულა
6. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 82 ქულა
7. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 74 ქულა
8. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 44 ქულა
9. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 42 ქულა
10. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 31 ქულა
11. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 17 ქულა
12. პიერ გასლი („ალპინი“) – 16 ქულა
13. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 11 ქულა
14. ნიკო ჰულკენბერგი („ჰაასი“) – 9 ქულა
15. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 5 ქულა
16. გუან ჟოუ („ალფა რომეო“) – 4 ქულა
17. იუკი ცუნოდა („ალფა ტაური“) – 2 ქულა
18. კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) – 2 ქულა
19. ნიკ დე ვრისი („ალფა ტაური“) – 0 ქულა
20. ლოგან სერჯენტი („ვილიამსი“) – 0 ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, კონსტრუქტორები:

1. „რედ ბული“ – 411 ქულა
2. „მერსედესი“ – 203 ქულა
3. „ასტონ მარტინი“ – 181 ქულა
4. „ფერარი“ – 157 ქულა
5. „მაკლარენი“ – 59 ქულა
6. „ალპინი“ – 47 ქულა
7. „ვილიამსი“ – 11 ქულა
8. „ჰაასი“ – 11 ქულა
9. „ალფა რომეო“ – 9 ქულა
10. „ალფა ტაური“ – 2 ქულა