დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი მინიმალური ხელფასის გაზრდას აპირებს
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი მინიმალური ხელფასის გაზრდას აპირებს

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავადი მინიმალური ხელფასის გაზრდას აპირებს. როგორც საჯიდ ჯავადმა განაცხადა, გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად მინიმალური ხელფასი 8,21 გირვანქა სტერლინგია საათში. პროგნოზების მიხედვით, უახლოეს მომავალში ანაზღაურება 10,50 გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.

„მომდევნო ხუთ წელიწადში დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა გახდება, სადაც დაბალი ხელფასები არ იქნება“, – განაცხადა ჯავადმა კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში საშუალო ხელფასი კვირაში 538 გირვანქა სტერლინგია.

დატოვე კომენტარი