დიდი ბრიტანეთი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 150 000 დრონს შეიძენს
დიდი ბრიტანეთი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 150 000 დრონს შეიძენს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ კიევს გამოუყოფენ 750 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს 150 000 უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას.

„წლის ბოლომდე ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს 150 000 დრონს 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში დახმარებას. ეს პაკეტი ფინანსდება ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მოცულობის სესხით, რომელიც გაიცა Extraordinary Revenue Acceleration (ERA) პროგრამის ფარგლებში. სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები, რის შესახებაც შარშან ფინანსთა მინისტრმა განაცხადა“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პაკეტის ფარგლებში 2026 წლის ბოლომდე უკრაინას ასევე გადაეცემა 350-ზე მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და რადარები, მათ შორის, მსუბუქი მრავალმიზნობრივი რაკეტები და სახმელეთო რადარების სისტემები.

„ეს პაკეტი მოიცავს დრონებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და რადარებს, რაც დაეხმარება კიევს უდანაშაულო უკრაინელების დაცვაში პუტინის დრონებისა და რაკეტების მასირებული თავდასხმებისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, დენ ჯარვისმა.