დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე იმუშავებენ

01:40, 04.12.2019

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიის მოქალაქეებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ისინი იმუშავებენ ისეთი პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ლტოლვილების უსაფრთხო, თვითნებურ და მდგრად დაბრუნებას, ხოლო ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი