დიდი ბრიტანეთი მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

14:23, 19.02.2019

დიდი ბრიტანეთი მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ის 29 მარტს ევროკავშირს დატოვებს,- ამის შესახებ ბრექსიტის საკითხებში მინისტრმა, მარტინ კალანანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ კავშირს 29 მარტს დავტოვებთ. ამას ამბობს შიდა კანონმდებლობაც“,- განაცხადა ბრექსიტის მინისტრმა.

მინისტრისგან განსხვავებით, აღნიშნულ საკითხს პესიმისტურად უყურებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, რომელიც ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

მსგავსი