დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის გამო კვირაში 700 მილიონ ევროს კარგავს
დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის გამო კვირაში 700 მილიონ ევროს კარგავს

დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის გამო 100 მილიარდი ევრო დაკარგა. როგორც „გოლმან საქსის“ ანალიტიკოსები ამტკიცებენ, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის დღიდან ხაზინა კვირაში 700 მილიონ ევროს კარგავს. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, ზარალი 101 მილიარდ ევროს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ უარყო ბრექსიტის ალტერნატიული გეგმა. დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო, რის გამოც ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა. ბრიუსელმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა 12 აპრილამდე მისცა.