დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში 8 000 სამხედროს გზავნის, რომლებიც მასშტაბურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

09:16, 29.04.2022

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში 8 000 სამხედროს გზავნის. ბრიტანელი ჯარისკაცები მასშტაბურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამხედრო სწავლებები რამდენიმე ქვეყანაშია დაგეგმილი, ფინეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე. მათ შეურთდებიან ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცებიც.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული წვრთნების ჩატარება დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.

„ევროპის უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა.

მსგავსი