დიდი ალბათობით, მონტრეზლ ჰარელი „კლიპერსის“ პირველ შეხვედრას გამოტოვებს
დიდი ალბათობით, მონტრეზლ ჰარელი „კლიპერსის“ პირველ შეხვედრას გამოტოვებს

„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ რეგულარულში პირველ შეხვედრას „ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. უკვე ცნობილია, რომ დოკ რივერსის გუნდს პრინციპულ მატჩში ლუ ვილიამსი ვერ დაეხმარება, რომელმაც დატოვა ლოკაცია და სტრიპტიზ კლუბში იმყოფებოდა. ამის გამო მას 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

„იაჰუ სპორტსის“ (Yahoo Sports) ჟურნალისტი კრის ჰეინსი კი იუწყება, რომ „ლეიკერსის“ წინააღმდეგ ვერც მონტრეზლ ჰარელი ითამაშებს. მან ასევე პერსონალური მიზეზების გამო დატოვა კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორია და დაბრუნების შემდეგ მასაც 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჰარელი 2019-20 წლების სეზონზე მატჩში საშუალოდ 18.6 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებდა.