დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში მომავალ წელს დაბრუნდება #1TVSPORT
მოსალოდნელია, რომ კრიშტიანო რონალდო მომავალ წელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება და თავის გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს, – ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტის, მიგელ პერეირას ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, რონალდოს წარმომადგენლებს, ჟორჟე ჟესუსსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას (FPF) შორის ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაწყებულია.
ამ დაბრუნებას კონკრეტული მიზანიც აქვს – ლეგენდარულ თავდამსხმელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პროფესიონალურ კარიერაში თავისი მე-1000 გოლი სწორედ პორტუგალიის ნაკრების მაისურით გაიტანოს.
რამდენიმე დღის წინ რონალდომ პორტუგალიის ნაკრების შეკრება მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა.