დიდი ალბათობით, კევინ დურანტი სუპერფინალის მინიმუმ ერთ შეხვედრას გამოტოვებს
დიდი ალბათობით, კევინ დურანტი სუპერფინალის მინიმუმ ერთ შეხვედრას გამოტოვებს

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი „ჰიუსტონთან“ ნახევარფინალურ სერიაში დაშავდა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მის გარეშე „უორიორსმა“ არცერთი შეხვედრა არ წააგო (6:0). „პორტლენდს“ სტივ კერის გუნდმა მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალი სტარტს 30 მაისს აიღებს.

„გოლდენ სტეიტმა“ კევინის ტრავმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. გუნდი იუწყება, რომ დურანტი დიდი ალბათობით სუპერფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს. ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება „დურანტულას“ დაბრუნების ზუსტი თარიღი. „უორიორსი“ კი საკუთარ მეტოქეს ელოდება, რომელიც „მილუოკისა“ და „ტორონტოს“ სერიაში ირკვევა.