დიდი ალბათობით, ევრობასკეტი 2022 წელს ჩატარდება - ფიბა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
დიდი ალბათობით, ევრობასკეტი 2022 წელს ჩატარდება - ფიბა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს იყო დაგეგმილი, 2022 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა.

საბოლოო ვერდიქტს ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა დღეს გამოაცხადებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი დარბაზის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. იმ შემთხვევაში თუ ტურნირი 2022 წელს შედგება, ქართულ მხარეს ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად უფრო ბევრი დრო ექნება.