დიდი ალბათობით, ჰოლი ჰოლმი პირველ აგვისტოს ირენ ალდანას დაუპირისპირდება
დიდი ალბათობით, ჰოლი ჰოლმი პირველ აგვისტოს ირენ ალდანას დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) განაგრძობს ღონისძიებების გამართვას და მომავალი „ქარდების“ დაანონსებას. როგორც ცნობილია, პირველი აგვისტოს საბრძოლო ღამე ლას ვეგასში შედგება. ორგანიზაციამ ამ დღეს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირების ჩატარებას გეგმავს.

ქალთა ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰოლი ჰოლმი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს დაუპირისპირდება ირენ ალდანას. საშუალო წინის (middleweight) მებრძოლი ედმენ შაჰბაზიანი კი ბრძოლას დერეკ ბრანსონთან გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას „ი-ეს-პი-ენ“ (ESPN) ადასტურებს.

ჰოლი ჰოლმმა უკანასკნელ ბრძოლაში რაქელ პენინგტონი დამაჯერებლად დაამარცხა. რაც შეეხება ალდანას, მან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა კეტლინ ვიეირასთან.

შაჰბაზიანი ოქტაგონზე დაუმარცხებელია (11-0). უკანასკნელად მან ბრედ ტავარესი ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა. დერეკ ბრანსონმა კარიერის ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა წააგო (ისრაელ ადესანია და რონალდო სოუზა), თუმცა მას შემდეგ რამდენიმე კარგი მოგება დააგროვა (იან ჰაინეში).