დიდ ბრიტანეთში პარლამენტის სხდომა 17 დეკემბერს იგეგმება
დიდ ბრიტანეთში პარლამენტის სხდომა 17 დეკემბერს იგეგმება

​დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების შემდეგ პარლამენტის სხდომა 17 დეკემბერს გაიმართება, თუ პრემიერ-მინისტრად ბორის ჯონსონი დარჩება. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს, თუ 12 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგად მთავრობა შეიცვლება.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც კანონმდებლებმა და მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 25 დეკემბრამდე პარლამენტს წარუდგენს ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მიღწეული შეთანხმების განხორციელების გეგმას.