დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ
დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ

უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, როგორც კიევსა და თბილისში აცხადებენ, რუსეთის ფედერაცია შავ და აზოვის ზღვებში სამაშველო ოპერაციების ჩატარებას ხელს უშლის. საქართველომ და უკრაინამ შესაბამისი საჩივრით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას მიმართეს.

დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის საჩივარს მხარს ევროკავშირი და აშშ-იც უჭერენ.