დიდ ბრიტანეთში სტადიონებზე გულშემატკივრებს ოქტომბერში დააბრუნებენ

16:57, 17.07.2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ გულშემატკივრების დასწრებაზე აკრძალვის მოხსნას ოქტომბერში აპირებს.

„ოქტომბრიდან ვაპირებთ მაყურებლების სტადიონებზე დაბრუნებას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით“, – თქვა ჯონსონმა.

ინგლისში მაყურებლების გარეშე განახლდა ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონატი. აგვისტოს დასაწყისში, სილვერსტოუნში ფორმულა 1-ის ზედიზედ ორი გრანპრი გაიმართება – ასევე ცარიელი ტრიბუნების ქვეშ.

მსგავსი