დიდ ბრიტანეთში მედპერსონალს ერთჯერადი სამედიცინო აღჭურვილობის ხელახლა გამოყენება შეიძლება მოუწიოს
დიდ ბრიტანეთში მედპერსონალს ერთჯერადი სამედიცინო აღჭურვილობის ხელახლა გამოყენება შეიძლება მოუწიოს

დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა, პერსონალური სამედიცინო დაცვის საშუალებების ნაკლებობაა, მთავრობა მედპერსონალს ერთჯერადი მოხმარების აღჭურვილობის ხელმეორედ გამოყენებას სთხოვს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„იქ, სადაც პერსონალური დაცვის საშუალებების განსკუთრებული ნაკლებობაა და სადაც ეს უსაფრთხო იქნება, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო ამ საშუალებების ხელახალ გამოყენებას ნებადართულად აცხადებს“, – განაცხადა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტომ.

დიდ ბრიტანეთში სამედიცინო ხალათების კრიტიკული ნაკლებობაა. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ხალათების მარაგი ამოიწურება, ახალი რეგულაციების მიხედვით, მედპერსონალს შეუძლია, ისეთი ხალათები გამოიყენოს, რომელთა გარეცხვა და ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. ქვეყანა ამ გამოწვევასთან გამკლავებას უკვე რამდენიმე კვირაა, ცდილობს.