დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 22 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:17, 20.11.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 501 პაციენტი. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების თითქმის 1,5 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 53 775 ლეტალური.

მსგავსი