დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 43 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 223 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 43 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 223 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 223 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 43 738 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის მხრიდან წესების უგულებელყოფაა.