დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 871 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:31, 28.11.2020

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 15 871 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დარდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 479-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი, 58 000-ს სცდება.

მსგავსი