დიბალათი „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“ კვლავ ინტერესდებიან
დიბალათი „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“ კვლავ ინტერესდებიან

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად არ წყდება საუბრები პაულო დიბალას შესაძლო გადასვლაზე სხვა კლუბში. ამჟამად იგი „იუვენტუსშია“, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

„ტუტოსპორტის“ ცნობით, ტურინელები არგენტინელის გაყიდვას იანვარში მაინც შეეცდებიან. ფეხბურთელით „პსჟ“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ არიან დაინტერესებულები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდე ოთხი თვეა დარჩენილი და, თუ დიბალა ამ პერიოდში მაურიციო სარის თავს ძალიან მოაწონებს, შესაძლოა მისი გაყიდვა ტურინულმა გრანდმა საერთოდაც გადაიფიქროს.