გუსტავო დიბალა - პაულო არ იქნება ერთადერთი, ვინც იუვეს დატოვებს
გუსტავო დიბალა - პაულო არ იქნება ერთადერთი, ვინც იუვეს დატოვებს

იუვენტუსის ფორვარდ პაულო დიბალას ძმამ, გუსტავომ, განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით დატოვებს ტურინულ კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ.

„დიახ, ეს კარგი შანსია. ის წავა იუვენტუსიდან. აუცილებლად. მას ცვლილებები სჭირდება. არ შემიძლია იმის თქმა, სად წავა, მაგრამ არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ დატოვებს იუვეს. რა თქმა უნდა, მას იქ არ მოსწონს. ბევრი ფეხბურთელი გრძნობს დისკომფორტს ამ კლუბში. და პაულო არ იქნება ერთადერთი, ვინც ზაფხულში გუნდს დატოვებს. კრიშტიანუ რონალდუ დიდი ადამიანია და ჩემს ძმას მასთან არასოდეს ჰქონია პრობლემა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. იყო რამდენიმე უთანხმოება ტაქტიკის მხრივ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ თითქმის ერთნაირი პოზიციები აქვთ“, – თქვა გუსტავომ.

დიბალა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონზე არგენტინელმა 28 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში, გაიტანა ხუთი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.