დიბალამ „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა
დიბალამ „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა

პაულო დიბალამ „იუვენტუსთან“ ახალი ხელშეკრულება შეათანხმა და ტურინში 2025 წლამდე დარჩება, – იუწყება, – Gazzetta dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტი უკვე მზად არის, შეთანხმებაც მიღწეულია. დიბალა ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს, როცა კარანტინთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ტურინში ჩასვლას შეძლებს.

ახალი კონტრაქტის დეტალებიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დიბალას ხელფასი (7.5 მილიონი ევრო სეზონში) კიდევ უფრო გაიზრდება. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც, რომელებიც ფეხბურთელის შედეგიანობაზე იქნება დამოკიდებული.

მიმდინარე სეზონში დიბალამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.