დიბალამ გაიკეთა პირბადე, რომელზეც კორონავირუსით დაზარალებული 16 ქვეყნის დროშაა დატანილი

08:10, 17.04.2020

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ საკუთარ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ფოტო. მასში არგენტინელს პირბადე უკეთია, რომელზეც 16 ქვეყნის დროშაა გამოსახული.

„დღეს ნიღაბი გამოიყენება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ. ხვალ – რათა გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ. დაგვეხმარეთ იმათ მხარდაჭერაში, ვინც არასოდეს ნებდება“, – მიაწერა ფოტოს დიბალამ.

პირბადეზე, ძირითადად, იმ ქვეყნის დროშებია დატანილი, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიისას – აშშ, იტალია, ჩინეთი, ესპანეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი…

თავად დიბალა დაინფიცირებული იყო კორონავირუსით და უკვე განიკურნა „იუვენტუსის“ სხვა ფეხბურთელებთან ერთად.

მსგავსი