როგორც ესპანური გამოცემა დონ ბალონი იტყობინება, ტურინის იუვენტუსისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს.
იუნაიტედმა იუვენტუსს ფეხბურთელში 85 მილიონი ევრო შესთავაზა. მანამდე იტალიური მედია იუწყებოდა, რომ ბებერ ქალბატონს თავდამსხმელში 100 მილიონი ევროს მიღება სურს.
მანჩესტერული კლუბი ერთადერთი არაა, ვინც პაულოს გადაბირებაზე დაფიქრდა. ერთი თვის წინ დაიწერა, რომ მადრიდის რეალი თავდამსხმელში იუვეს 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო.
კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც პაულო დიბალასადმი ინტერესს მიაწერენ, მიუნხენის ბაიერნია, მაგრამ საეჭვოა, გერმანელებმა ტრანსფერში ამხელა თანხა გაიმეტონ.