დიბალა - „იუვენტუსში“ მინდა დარჩენა
დიბალა - „იუვენტუსში“ მინდა დარჩენა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა პაულო დიბალამ „სკაი სპორტს იტალიასთან“ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი ძმის ნალაპარაკევს ნუ მოუსმენთ, მე პირადად ვესაუბრე პარატიჩს და „იუვენტუსში“ მინდა დარჩენა, თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. კლუბს ახალი დამრიგებელი ეყოლება და მასთან ვისაუბრებ ყველა საკითხზე. ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი, მაგრამ მჯერა, რომ ის ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება. ალეგრის მადლიერები ვართ. რაც ჩვენთვის გააკეთა, ეს უდიდესი მუშაობის შედეგია.
„ინტერში“ გადასვლაზე ჯერჯერობით ლაპარაკიც არ არის. „იუვენტუსში“ უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია, მათ მე ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური ჩამაცვეს. სხვა კლუბზე არც ვფიქრობ, მე აქ ვრჩები, ეს ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა დიბალამ.

როგორც იცით, არგენტინელი ვარსკვლავით ისეთ კლუბები არიან დაინტერესებულები, როგორებიც არიან „ბაიერნი“, „მანჩესტერი“, „მანჩესტერ სიტი“ და ბევრი სხვა ევროპული გრანდი.