დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, გივი ჭიჭინაძემ დაიკავოს

23:39, 24.12.2018

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, გივი ჭიჭინაძემ დაიკავოს.

კომიტეტი პირველ მოადგილეს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე აირჩევს, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წევრის, გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა განიხილება.

გივი ჭიჭინაძე დიასპორის საკითხთა კომიტეტში უკვე გაწევრიანდა. შესაბამისი მიმართვა ბიუროს დღეს წარედგინა.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

მსგავსი