დიასამიძეს ისევ გააქვს, „შახტიორი“ ისევ იგებს
დიასამიძეს ისევ გააქვს, „შახტიორი“ ისევ იგებს

გეგა დიასამიძემ სოლიგორსკის „შახტიორში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი ლიეტუვასრიტერიემთან“ საკონტროლო შეხვედრაში გამოიჩინა.

სოლიგორსკის „შახტიორმა“ ბელარუსიის ჩემპიონატისთვის მზადება ლიუტუველებთან საკონტროლო შეხვედრით დაასრულა. მატჩი, რომელიც „შახტიორის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარეს, მასპინძელთა შეტევებით და სადებიუტო წუთებში გატანილი გოლით დაიწყო. ანგარიში სწორედ დიასამიძემ გახსნა, რომელმაც ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა.

სოლიგორსკის „შახტიორში“ მთელი მატჩი მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, 4:0 მოიგო. დიასამიძემ სოლიგორსკის „შახტიორის“ თურქული შეკრების ბოლო შეხვედრაშიც გაიტანა, როდესაც თურქმენულ „შაგადამს“ გაუტანა.