„დიარიო ასი“ - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა, მან და ლოპესმა „ვალენსია“ ლა ლიგაში დატოვეს #1TVSPORT
„დიარიო ასი“ - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა, მან და ლოპესმა „ვალენსია“ ლა ლიგაში დატოვეს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ჩატარებულ პირველ სეზონზე მადრიდის „რეალთან“ დაშვებული შეცდომების გამო, გუნდში პირველი ნომრის სტატუსი ორი თვით დაკარგა, მაგრამ გავიდა ერთი წელი და 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში საუკეთესო მატჩი სწორედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ჩაატარა. ის „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს. ქართველთან დაკავშირებით ცნობილმა ესპანურმა გამოცემებმაც დაწერეს.

„დიარიო ასი“ – მამარდაშვილი მატჩის MVP-ია

„ვალენსია“ ლა ლიგაში მამარდაშვილმა და დიეგო ლოპესმა დატოვეს. შეხვედრაში ახალგაზრდებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. გოლი ლოპესმა გაიტანა, მეკარემ კი გუნდი დამატებულ დროში გადაარჩინა. ქართველი ამ საღამოს საუკეთესო გახლდათ.

„მარკა“ – ამ გამარჯვებით „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩება

„ვალენსიამ“ მადრიდის „რეალთან“ საკუთარი აღზრდილის გოლითა და მეკარის საოცარი თამაშით მოიგო. მამარდაშვილი, ბოლო წუთების უდიდესი ზემოქმედების მიუხედავად, გმირი გახდა. მან მოიგერია ბენზემას, ვალვერდესა და კროოსის დარტყმები. ამ გამარჯვებით „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩება.

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პორტალმა – sofascore-მა და whoscored-მა. პირველმა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო მეორემ – 7,7 ქულა.