დიაგნოზი ცნობილია - ტრავმის გამო გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT
„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში გიორგი მამარდაშვილის მიღებული მიღებული ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ქართველი მეკარე 2024 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ლა ლიგის ბოლო ტურში დაშავდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ბარძაყის კუნთის ტრავმა დადასტურდა.
მამარდაშვილი სარეაბილიტაციო პროცესს „ვალენსიის“ საწვრთნელ ცენტრში დაიწყებს და მომდევნო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. ამ პერიოდში მას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი შეცვლის.
„გიორგი მამარდაშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაუზიანდა. კლუბის სამედიცინო სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მეკარე მკურნალობას და ფიზიოთერაპიის კურსს გააგრძელებს“, – ეს უკვე კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციაა.