დი მარიასთვის გულშემატკივრების ქმედებები მოულოდნელი არ ყოფილა
დი მარიასთვის გულშემატკივრების ქმედებები მოულოდნელი არ ყოფილა

პარი სენ-ჟერმენის არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია აცხადებს, რომ მანჩესტერელი გულშემატკივრისგან ასეთი ცუდი მიღება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

დი მარიამ, რომელიც ადრე სწორედ მანჩესტერ იუნაიტედში გამოდიოდა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა და გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა მანჩესტერელი გულშემატკივრების მიმართ უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა, რითაც დაძაბულობის პროვოცირება გამოიწვია.

„პირველივე წუთიდან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა“, – განუცხადა დი მარიამ ჟურნალისტრებს მატჩის შემდეგ, – „მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ კლუბზე ან მის გულშემატკივრებზე ცუდი არასოდეს არაფერი მითქვამს. მე აქ პრობლემა მხოლოდ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან მქონდა“.

აღსანიშნავია, რომ თუ დი მარიას მხრიდან გულშემატკივრების პროვოცირების ფაქტი დადასტურდა, უეფამ შესაძლოა ფეხბურთელს განმეორებით მატჩში მონაწილეობა აუკრძალოს.