დი მარიასა და პარედესის შემდეგ კორონავირუსი ნეიმარსაც დაუდასტურდა
დი მარიასა და პარედესის შემდეგ კორონავირუსი ნეიმარსაც დაუდასტურდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფრანგული პსჟ გერმანულ „ბაიერნს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი დასასვენებლად იბიცაზე გაემგზავრა. კუნძულიდან დაბრუნების შემდეგ ანხელ დი მარიასა და ლენდრო პარედესს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ახალი ინფორმაციით პსჟ-ის მესამე ფეხბურთელი, რომლის ტესტმაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი უჩვენა ბრაზილიელი ნეიმარია. ისიც იბიცაზე ისვენებდა. გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით ფეხბურთელები კარანტინში არიან და ზედმეტი გართულებები არ აღენიშნებათ.

 

დატოვე კომენტარი