დი მარიამ პსჟ-ის ყველა დროის გუნდში ნეიმარი და მბაპე არ შეიყვანა (ვიდეო)

12:06, 06.01.2021

„პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ შეადგინა პარიზული კლუბის ყველა დროის იდეალური შემადგენლობა. დი მარიამ თერთმეტეულში არ შეიყვანა პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი და კილიან მბაპე.

დი მარიას სიმბოლური ასე გამოიყურება: სალვატორე სირიგუ, მაქსველი, დავიდ ლუიში, მაურისიო პოჩეტინო, დანი ალვეში, ნენე, ტიაგო მოტა, დი მარია, რონალდინიო, პედრო პაულეტა, კარლოს ბიანკი.

დი მარია „პარი სენ-ჟერმენში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.

https://twitter.com/i/status/1344006885054312455

მსგავსი