დი მარია „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT
დი მარია „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ახლოს არის ტურინულ კლუბთან კონტაქტის გაგრძელებასთან, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის მხარეები წარმატებით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მალე არგენტინელი ფეხბურთელი და კლუბის წარმომადგენლები საბოლოო შეთანხმებამდე მივლენ. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ალბათობა იმისა, რომ დი მარია ამ ზაფხულს რომელიმე სხვა კლუბში გადავა.

ნახევარმცველის მიმდინარე ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.