დი მარია იკარდის მესის გამომ არ ელაპარაკება
დი მარია იკარდის მესის გამომ არ ელაპარაკება

„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ ნახევარმცველებს, ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს არანაირი ურთიერთობა არ აქვს თანაგუნდელ და თანამემამულე მაურო იკარდისთან, რომელიც პარიზულ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა.

გაზეთ „ეკიპის“ (L’Equipe) ინფორმაციით, ფეხბურთელებს შორის ამგვარი დამოკიდებულება უკავშირდება დი მარიასა და პარედესის მეგობრობას „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესისთან. როგორც ცნობილია, მესის სიძულვილის გრძნობა აქვს იკარდის მიმართ იმის გამო, რომ მან თითქოს ცოლი, ვანდა ნარა, წაართვა კატალონიელთა ექს-ფორვარდ მაქსი ლოპესს, რომელიც ასევე მესის მეგობარია.

ასე რომ, დი მარიასა და პარედესს არ აქვთ კავშირი იკარდისთან იმის გამო, რომ მესი არ გააღიზიანონ.

თავად ნარა ექვსი წლის წინ ადანაშაულებდა ლოპესს მოსამსახურე ქალთან ღალატში, რის გამოც გაეყარა ფეხბურთელსა და იკარდისთან გააბა რომანი.