დი ფრანჩესკო „ვერონას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
დი ფრანჩესკო „ვერონას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

„ვერონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი დი ფრანჩესკოა, – იუწყება იტალიური კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი.

დი ფრანჩესკოსთან „ვერონას“ ხელმძღვანელობამ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

51 წლის სპეციალისტი წვრთნიდა „პესკარას“, „რომას“, „ლეჩეს“, „სასუოლოს“, „სამპდორიასა“ და „კალიარის“. „სასუოლო“ მისი მწვრთნელობის დროს სერია ა-ში გადავიდა.

დი ფრანჩესკომ პოსტზე ივან იურიჩი შეცვალა, რომელმაც „ვერონა“ სეზონის შემდეგ დატოვა.

იტალიის ჩემპიონატში 2020/21 წლების სეზონი „ვერონამ“ მეათე ადგილზე დაასრულა.