დი ფრანჩესკო „კალიარის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

13:16, 04.08.2020

„კალიარიმ“ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. 50 წლის სპეციალისტთან ორ სეზონზე გაფორმდა კონტრაქტი.

მანამდე გუნდს ავარჯიშებდა ვალტერ ძენგა, რომლის ხელმძღვანელობითაც „კალიარიმ“ განვლილი ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა.

დი ფრანჩესკოს ბოლო ორი კლუბი იყო – „რომა“ და „სამპდორია“, საიდანაც ის 2019 წლის ოქტომბერში დაითხოვეს.

მსგავსი