დღეს წილისყრაა - „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები დაზუსტდა
დღეს წილისყრაა - „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები დაზუსტდა

დღეს, 31 აგვისტოს, „დინამო თბილისისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქეები გაირკვევა – წილისყრა ტრადიციულად, ნიონში, უეფას ოფისში ჩატარდება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ორივე გუნდი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. წილისყრამდე ცნობილი გახდა დარჩენილი 92 გუნდიდან რომლებს შეიძლება შეხვდეს საქართველოს ჩემპიონი „დინამო“ და მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივი“.

ჩემპიონთა ლიგიდან გადმონაცვლებული „დინამო“ განთესილია და მის სავარაუდო მეტოქეებში არიან: „ასტანა“ (ყაზახეთი), „სილეკსი“ (მაკედონია), „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), „კონაჰი“ (უელსი) და „არარატ-არმენია“ (სომხეთი).

თბილისის „ლოკომოტივი“ განუთესავია და გაცილებით ძლიერი სავარაუდო მეტოქეები ჰყავს – „გალათასარაი“ (თურქეთი), მოსკოვის „დინამო“ (რუსეთი) და ალმატისყაირატი“ (ყაზახეთი).

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება – უეფამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირის ფორმატი შეცვალა და ორის ნაცვლად, ერთი მატჩი იმართება – მასპინძელი გუნდი ბრმა წილისყრით გაირკვევა.