დღეს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
დღეს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა 12:00 საათზე, თბილისში „მზიურის“ საჩოგბურთო ბაზაზე გაიმართება.

დღის წესრიგიც ცნობილია: ანგარიში განვლილი მუშაობის შესახებ; პრეზიდენტის არჩევა; ვიცე პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის არჩევა; ფედერაციის გამგეობის შემადგენლობის დამტკიცება; ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის არჩევა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ხვიჩა მაქაცარია და მოყვარულ-ვეტერან ჩოგბურთელთა ფედერაციის წევრი, მირიან ანდრიაძე იღებენ.