დღეს, საქართველო - ისრაელი პირველ არხზე |  ილიას ზუროსის გუნდმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა [ფოტოამბავი]

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს.

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში, ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ადგილზეა და კონკურენტ სერბეთს ერთი გამარჯვებით ჩამორჩება.

ისრაელთან გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველომ მეტოქე ხუთი ქულის სხვაობით 85:80 სტუმრად დაამარცხა.

ბოლო შეხვედრაში კი, ასევე სტუმრად 80:73 ესტონეთში მოიგო.

ბერძენი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა, მნიშვნელოვანი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, პირველი არხი შემოგთავაზებთ.