დღეს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დაბადების დღეა [ვიდეო]
დღეს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დაბადების დღეა [ვიდეო]

დღეს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დაბადების დღეა. ის 119 წლის გახდა.

კლუბის დაარსების იდეა 1899 წელს ჰანს გემპეს გაუჩნდა. ამავე წლის 22 ოქტომბერს ერთ-ერთ გაზეთში მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საფეხბურთო გუნდის შექმნის სურვილზე საუბრობდა და დაინტერესებულ პირებს შეხვედრისკენ მოუწოდებდა. განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 29 ნოემბერს კი შეხვედრა შედგა. სწორედ ეს თარიღი ითვლება „ბარსელონას“ დაარსების თარიღად.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული „ბარსელონას აკადემიის“ აღსაზრდელები კლუბს დაბადების დღეს ულოცავენ.