დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთშაბათს, 14 თებერვალს, მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს როტერდამის ATP-ის ტურნირზე. მისი მეტოქე მსოფლიოს 38-ე ნომერი, 27 წლის უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-20 ჩოგანია, სამ სეტში დაამარცხა კორეელი ჰიონგ ჩუნგი, ფუჩოვიჩმა კი ორ სეტში სძლია სლოვაკ მარტინ კლიჟანს.

ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. 2013 და 2014 წლებში, სტამბოლსა და მონპელიეში, უნგრელმა მოიგო, 2015 წელს კი უიმბლდონის კვალიფიკაციაში ოთხ სეტში ბასილაშვილმა გაიმარჯვა.
გასულ კვირას ორივემ ითამაშა სოფიის ტურნირში. ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა გერმანელ დანიელ ბრანდსთან, ფუჩოვიჩმა კი ფინალამდე მიაღწია და იქ წააგო რუს დანიილ მედვედევთან.

ბასილაშვილისა და ფუჩოვიჩის მერვედფინალი ღამის 12 საათზე დაიწყება.