დღეს კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები გაირკვევა - კანდიდატებს შორის საქართველოც არის
დღეს კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები გაირკვევა - კანდიდატებს შორის საქართველოც არის

2021 წელს საქართველოში შესაძლოა, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდეს.

დღეს, მიუნხენში მდევარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, თბილისის დროით 18:30 საათზე, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდება. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანაა – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის მასპინძლობის სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა. ოფიციალური განაცხადი კი ქართულმა მხარემ ფიბა ევროპაში 15 მარტს დააფიქსირა.