დღეს გამართული ქარდის ბრძოლები - ბელალ მუჰამადმა ლიმან გუდი დაამარცხა
დღეს გამართული ქარდის ბრძოლები - ბელალ მუჰამადმა ლიმან გუდი დაამარცხა

ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში დღეს კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა გაიმართა. დაძაბული გამოდგა დაპირისპირება ბელალ მუჰამადსა და ლიმან გუდს შორის.

გუდს მესამე რაუნდში ბრძოლის დასრულება შეეძლო. მან მეტოქეს რამდენიე სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა მუჰამადმა გუდის ზეწოლას გაუძლო და ბრძოლის მოგებაც შეძლო. ეს ბელალისთვის ზედიზედ მესამე გამარჰჯვებაა.

UFC-ში წარმატებული დებიუტი გამართა ჯასტინ ჯეინსმა, რომელმაც ფრენკ კამაჩოს ტექნიკური ნოკაუტით სძლია. ლორენ მერფიმ როქსან მოდაფერი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილები დაამარცხა. ბობი გრინმა კლეი გუიდას ასევე მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით მოუგო.