დღეს ევროტურნირების წილისყრაა - ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ საფეხბურთო სამყარო ყურადღებას ისევ საკლუბო ფეხბურთზე გადაიტანს – დღეს, 14 ივნისს უეფა-ში საკლუბო ტურნირების წილისყრა გაიმართება.
ცნობილი გახდა ქართული გუნდების 5 სავარაუდო მეტოქე ევროტურნირებზე. საბოლოო გუნდები წილისყრაზე გაირკვევა.
ბათუმის „დინამო“
ჩვენი ჩემპიონი ევროტურნირზე წლები ვერ თამაშობდა და შესაბამისად, ბათუმის „დინამო“ ტურნირზე განუთესავებიდან დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ძლიერი მეტოქეები ეყოლება. პირველი საკვალიფიკაციო წრის თამაშები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის გავლის შემთხვევაში, გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში და კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს. საქმე ისაა, რომ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი 10 გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც დამარცხების მიუხედავად, ევროსეზონის გაგრძელების საშუალება კონფერენს ლიგის პლეი ოფში მიეცემა.
სავარაუდო მეტოქეები – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „შემროკ როვერსი“ (ირლანდია)
კონფერენს ლიგა
კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს – „დინამო თბილისი“, „საბურთალო“ და გორის „დილა“. ჯგუფურ ეტაპამდე გუნდებს 3 საკვალიფიკაციო ეტაპის და პლეი ოფის ეტაპები ექნებათ გასავლელი. I საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 7 და 14 ივლისს დაიგეგმა.
„დინამო თბილისი“
სავარაუდო მეტოქეები – „ინტერ ტურკუ“ (ფინეთი), „პანევეჟისი“ (ლიეტუვა), „პაიდე ლინამეესკონდი“ (ესტონეთი), „პანდევის აკადემია“ (ჩრდილოეთ მაკედონია), „ჰამრუნი სპარტანსი“ (მალტა).
გორის „დილა“
სავარაუდო მეტოქეები – „კუპსი“ (ფინეთი), „ლაჩი“ (ალბანეთი), „მურა“ (სლოვენია), „ლიეპაია“ (ლატვია), კაუნასის „ჟალგირისი“ (ლიეტუვა).
„საბურთალო“
სავარაუდო მეტოქეები – „შკენდია“ (ჩრდილოეთ მაკედონია), მინსკის „დინამო“ (ბელარუსი), „პარტიზანი“ (ალბანეთი), „ტრე პენე“ (სან მარინო), „პეტროკუბი“ (მოლდოვა).