დღეს ევროპის ლიგის მეთექვსმეტედ ფინალის წილისყრაა
დღეს ევროპის ლიგის მეთექვსმეტედ ფინალის წილისყრაა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შემდეგ, 1/16 ფინალის წილისყრა ევროპის ლიგაზე გაიმართება.

გამარჯვებისთვის ბრძოლას 32 გუნდი აგრძელებს. აქედან 24 – ევროპის ლიგის ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები არიან, კიდევ რვა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებს წარმოადგენს.

წილისყრისთვის 32 გუნდი ორ ჯგუფად არის დაყოფილი – „განთესილები“ და „განუთესავები“:

განთესილები
ბეტისი (ესპანეთი)
ვილიარეალი (ესპანეთი)
ვალენსია (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი)
აინტრახტი (გერმანია)
ლევერკუზენი (გერმანია)
არსენალი (ინგლისი)
ჩელსი (ინგლისი)
ინტერი (იტალია)
ნაპოლი (იტალია)
გენკი (ბელგია)
დინამო (ხორვატია)
დინამო (უკრაინა)
ზალცბურგი (ავსტრია)
ზენიტი (რუსეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)

განუთესავები
ბატე (ბელარუსი)
კრასნოდარი (რუსეთი)
ლაციო (იტალია)
მალმიო (შვედეთი)
რაპიდი (ავსტრია)
რენი (საფრანგეთი)
სლავია (ჩეხეთი)
სპორტინგი (პორტუგალია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ციურიხი (შვეიცარია)
სელტიკი (შოტლანდია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ბრიუგე (ბელგია)
პლზენი (ჩეხეთი)
გალათასარაი (თურქეთი)
შახტარი (უკრაინა)

წილისყრისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები – 1/16 ფინალში ვერ შეხვდებიან ერთმანეთს ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე, უკრაინული და რუსული კლუბები.

1/16 ფინალის პირველი მატჩები 14 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 21 თებერვალს.
წილისყრა თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.