დღეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდებიან #1TVSPORT
დღეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდებიან #1TVSPORT

დღეს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება და ტურნირის ფინალისტები გამოვლინდებიან.

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისრაელის, ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები აგრძელებენ.

ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ისრაელის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა, ინგლისმა – პორტუგალია, უკრაინამ – საფრანგეთი, ხოლო ესპანეთმა – შვეიცარია.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის განრიგი:

ისრაელი – ინგლისი I ბათუმი I 20:00
ესპანეთი – უკრაინა I ბუქარესტი I 23:00

ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.