დღეს ერთა ლიგა იწყება - ახალი ტურნირის ფორმატი და სექტემბრის მატჩების კალენდარი
დღეს ერთა ლიგა იწყება - ახალი ტურნირის ფორმატი და სექტემბრის მატჩების კალენდარი

6 სექტემბერს, უეფას ახალი ტურნირი – ერთა ლიგა იწყება, რომელიც ამხანაგური მატჩების დიდ ნაწილს შეცვლის სატურნირო მნიშვნელობის თამაშებით და საშუალებას მისცემს ნაკრებებს, ითამაშონ მათი ძალის მეტოქეებთან. A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში ითამაშებენ ფინალურ ტურნირში. დანარჩენი გუნდები იბრძოლებენ კლასში ამაღლებისთვის და ევრო 2020-ის საგზურისთვის.

ფორმატი

55 ნაკრები განაწილებულია ოთხ ლიგაში უეფას რეიტინგის შესაბამისად. 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში შედგა წილისყრა, რომლის დროსაც დაკომპლექტდა ქვეჯგუფები. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჯგუფებში ორწრიანი ტურნირები ჩატარდება. B, C და D ლიგებში ჯგუფების გამარჯვებულები ერთი ლიგით ამაღლდებიან. A, B და C ლიგების ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულები ერთი ლიგით დაქვეითდებიან. ერთა ლიგის მომდევნო გათამაშება 2020-21 წლების სეზონში გაიმართება.

რა თამაშდება?

A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები ფინალურ ტურნირში გავლენ. ის 2019 წლის ივნისში ერთ-ერთი მონაწილის მოედანზე გაიმართება და მასში იქნება ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ფინალური ტურნირის წილისყრა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

როგორ ჩატარდება ევრო 2020-ის კვალიფიკაცია

2019 წლის მარტში დაიწყება ევრო 2020-ის კვალიფიკაცია. ფინალურ ტურნირზე გავა 10 შესარჩევი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი (20 ნაკრები). დარჩენილ ოთხ საგზურს გაითამაშებენ 2020 წლის მარტში ერთა ლიგის რანგში. თითოეული ლიგიდან ოთხი საუკეთესო ნაკრები (იმ გუნდებიდან, რომლებიც შესარჩევიდან ვერ მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე) გაითამაშებს ოლიმპიური სისტემით დარჩენილ ოთხ საგზურს. ასე რომ, ერთა ლიგის თითოეული ლიგისთვის გათვალისწინებულია თითო საგზური ევროზე. ზოგიერთ ლიგაში შეიძლება არ დარჩეს 4 გუნდი პლეი ოფისთვის, მაშინ ვაკანტურ პოზიციაზე მიწვეული იქნება რანგით დაბალი ლიგის საუკეთესო გუნდი და ა. შ.

A ლიგა
I ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
გერმანია-საფრანგეთი

II ტური
9 სექტემბერი
საფრანგეთი-ჰოლანდია

II ჯგუფი
I ტური
8 სექტემბერი
შვეიცარია-ისლანდია

II ტური
11 სექტემბერი
ისლანდია-ბელგია

III ჯგუფი
I ტური
7 სექტემბერი
იტალია-პოლონეთი

II ტური
10 სექტემბერი
პორტუგალია-იტალია

IV ჯგუფი
I ტური
8 სექტემბერი
ინგლისი-ესპანეთი

II ტური
11 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია

​B ლიგა
I ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
ჩეხეთი-უკრაინა

II ტური
9 სექტემბერი
უკრაინა-სლოვაკეთი

II ჯგუფი
I ტური
7 სექტემბერი
თურქეთი-
რუსეთი

II ტური
10 სექტემბერი
შვედეთი-თურქეთი

III ჯგუფი
I ტური
8 სექტემბერი
ჩრ. ირლანდია-ბოსნია

II ტური
11 სექტემბერი
ბოსნია-ავსტრია

IV ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
უელსი-ირლანდია

II ტური
9 სექტემბერი
დანია-უელსი

​C ლიგა
I ჯგუფი
I ტური
7 სექტემბერი
ალბანეთი-ისრაელი

II ტური
10 სექტემბერი
შოტლანდია-ალბანეთი

II ჯგუფი
I ტური
8 სექტემბერი
ფინეთი-უნგრეთი
ესტონეთი-საბერძნეთი

II ტური
11 სექტემბერი
ფინეთი-ესტონეთი
უნგრეთი-საბერძნეთი

III ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
ნორვეგია-კვიპროსი
სლოვენია-ბულგარეთი

II ტური
9 სექტემბერი
ბულგარეთი-ნორვეგია
კვიპროსი-სლოვენია

IV ჯგუფი
I ტური
7 სექტემბერი
ლიტუანია-სერბეთი
რუმინეთი-მონტენეგრო

II ტური
10 სექტემბერი
მონტენეგრო-ლიტუანია
სერბეთი-რუმინეთი

D ლიგა
I ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
ყაზახეთი-საქართველო
ლატვია-ანდორა

II ტური
9 სექტემბერი
საქართველო-ლატვია
10 სექტემბერი
ანდორა-ყაზახეთი

​II ჯგუფი
I ტური
8 სექტემბერი
ბელარუსი-სან მარინო
ლუქსემბურგი-მოლდოვა

II ტური
11 სექტემბერი
სან მარინო-ლუქსემბურგი
მოლდოვა-ბელარუსი

III ჯგუფი
I ტური
7 სექტემბერი
აზერბაიჯანი-კოსოვო
ფარერები-მალტა

II ტური
10 სექტემბერი
კოსოვო-ფარერები
მალტა-აზერბაიჯანი

IV ჯგუფი
I ტური
6 სექტემბერი
სომხეთი-ლიხტენშტაინი
გიბრალტარი-მაკედონია

II ტური
9 სექტემბერი
მაკედონია-სომხეთი
ლიხტენშტაინი-გიბრალტარი